პროექტის ანგარიში-რეფლექსია



                      პროექტის ანგარიში:   სიმეტრია -სამყაროს ჰარმონია

სამყაროში უხვადაა სიმეტრიის სხვადასხვა სახეობის მაგალითები, რომელთა არსებობა მშვენიერებისა და სილამაზის არსებობასთან ასოცირდება, ადამიანის ხელით იქმნება უამრავი ნიმუში სიმეტრიის გამოყენებით.
     მოსწავლეები მათემატიკის კურსში  შეისწავლიან სიმეტრიის სხვადასხვა სახეობას, იმისათვის, რომ მოგვეხდინა მათემატიკის სწავლება-კეთებით, გადავწყვიტეთ ამ პროექტის: „სიმეტრია -სამყაროს ჰარმონია“ განხორციელება. მოსწავლეები გაეცნენ პროექტის იდეას, შევადგინეთ პროექტის გეგმა და ყველა მოსწავლე აქტიურად ჩაერთო პროექტის განხორციელებაში.
პროექტის მიზნები იყო:
·         მოსწავლეების მიერ სიმეტრიის მაგალითების მოძიება და შესწავლა ბუნებაში, ხელოვნებაში, არქიტექტურაში, ლიტერატურაში, დამწერლობაში და ..
·         მოსწავლეების მიერ სიმეტრიული ფიგურების შექმნა, აღწერა, სიმეტრიის თვისებების პრაქტიკაში გამოყენება.
·         მოსწავლეებში თანამშრომლობითი, შემოქმედებითი, კომუნიკაციის უნარების განვითარება. ისტ ტექნოლოგიების საშუალებით სასწავლო რესურსების შექმნა.

    ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეთა სხვადასხვა ჯგუფი მოიძიებდა, ქმნიდა, შეისწავლიდა და აღწერდა სიმეტრიული ფიგურების მაგალითებს ბუნებაში, ხელოვნებაში, არქიტექტურაში, ლიტერატურაში და .. აღწერდნენ აღნიშნული სიმეტრიის სახეობებს.
    პროექტის ფარგლებში ჩავატარეთ მათემატიკური ვიქტორინა სიმეტრიაზე და საჩვენებელი გაკვეთილი თემაზე: "სიმეტრიული ფიგურები." მოსწავლეებმა მიღებული ცოდნა წარმოადგინეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი სასწავლო რესურსების- პრეზენტაციების სახით.
 მოსწავლეებმა განახორციელეს თითქმის ყველა დაგეგმილი აქტივობა და საბოლოო შეფასებისას დაასკვნეს, რომ პროექტმა დიდი გავლენა მოახდინა სიმეტრიის სხვადასხვა სახეობებში საფუძვლიანად გარკვევას, შესწავლასა და გაანალიზებაში.
    "სიმეტრია-სამყაროს ჰარმონია"-პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს ასევე წარვადგენდით etwinning საერთაშორისო პროგრამის ერთ-ერთ პროექ "Mathematics is Beautiful"-ის მასალებში.
   აღნიშნული პროექტი შესაბამისი რესურსებით წარვადგინეთ Microsoft-ის ინოვატორ მასწავლებელთა გვერდზე- pil-network-ზე და მას უმაღლესი შეფასება: Gold Level” მიენიჭა, ხოლო მე, როგორც მასწავლებელს  Microsoft Innovative Educator Expert (MIE Expert)-ის წოდება მომენიჭა.
 https://www.educatornetwork.com/Resources/LearningActivities/Details/51d38c03-ab5e-4160-8fb8-1e9e513c36aa
პროექტის დასრულების შემდეგ მოვახდინეთ შესრულებული სამუშაოების ანალიზი და გადავწყვიტეთ, რომ აქტივობა, რომელიც სეზონის შეუსაბამობის გამო ვერ განვახორციელეთ შემდეგში განვახორციელოთ, ეს კი არის ის, რომ გვსურდა  და გვსურს სკოლის ეზოს გამწვანების დაგეგმვაში და ეზოს ყვავილებით გაფორმებაში მივიღოთ მონაწილეობა და მასში სიმეტრიის ელემენტები მრავლად გამოვიყენოთ.

მათემატიკის მასწავლებელი: ნადია დაბრუნდაშვილი





No comments:

Post a Comment